mail@paradox.ge
511-225-018;
rogor SevuerTdeT distanciur swavlebas
დისტანციური სწავლების უფლებით შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ კურსებზე ჩაწერილ მოსწავლეს. იმისათვის რომ თქვენი კომპიუტერით შეუერთდეთ სასწავლო პროცესის მსვლელობას უნდა გამოიწეროთ და ჩაწეროთ პროგრამები Radmin_VPN, Radmin_Server, Radmin_Viewer.

1.Radmin_VPN დააჭირეთ ამ ლინკს (Windows-7 და 10 სათვის)
2.Radmin_Server დააჭირეთ ამ ლინკს (Windows-7 სათვის)
2.1Radmin_Server დააჭირეთ ამ ლინკს (Windows-10 სათვის)
3. Radmin_Viewer დააჭირეთ ამ ლინკს (Windows-7 და 10 სათვის)

ვიდეო ინსტრუქცია Windows-7 ვერსიისათვის

როგორ ჩავწეროთ ჩვენს კომპიუტერში Radmin VPN
როგორ ჩავწეროთ ჩვენს კომპიუტერში Radmin Server
როგორ ჩავწეროთ ჩვენს კომპიუტერში Radmin Viewer

ვიდეო ინსტრუქცია Windows-10 ვერსიისათვის

როგორ წავშალოთ Radmin Server
როგორ ჩავწეროთ Radmin Server
როგორ მოვმართოთ Radmin Server

  • swavlis meTodi
  • sertificireba
  • Cvens Sesaxeb
- სწავლების მეთოდი სრულად აკმაყოფილებს კომპანიების Microsoft, Adobe, AutoDesk, Graphisoft, Corel-ის საერთაშორისო მოთხოვნებს და მოსწავლის სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართულობაზეა ორიენტირებული.
- საკლასო ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით.
- მეცადინეობა ტარდება მცირერიცხოვან ჯგუფებში, კვალიფიციური საერთაშორისო ლიცენზირებული პედაგოგების მიერ.
- თითოეულ მოსწავლეს საშუალება ეძლევა პირდაპირი კონტაქტი ქონდეს პედაგოგთან და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი შეკითხვით მიმართოს მას.
- გაკვეთილი შედგება სამი ნაწილისაგან:
I-გავლილი მასალის გამოკითხვა-გამეორება.
II-ახალი თემის განხილვა.
III -გავლილი და ახალი მასალის საფუძველზე პრაქტიკული დავალების შესრულება.
- თეორიული და პრაქტიკული მასალის ათვისების და მაღალი შედეგის მისაღწევად, დროგამოშვებით ტარდება შუალედური შეფასების გამოკითხვები, რომლის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეს ენიშნება დამატებითი გაკვეთილები
დიპლომის ნიმუში
სერთიფიკატის ნიმუში
სტუდია-კოლეჯი PARADOX Plus მიერ გაცემული სერთიფიკატი ან დიპლომი ადასტურებს მოსწავლის მიერ მიღებულ კვალიფიკაციას და ისინი გაიცემა მხოლოდ წარმატებულად ჩაბარებული შუალედური და დასკვნითი გამოცდების საფუძველზე.
- დიპლომი გაიცემა მხოლოდ პროფესიული სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების და სადიპლომო დავალების ჩაბარების შემთხვევაში.
- სერთიფიკატი გაიცემა ყველა სხვა სასწავლო კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში.
კურსდამთავრებულების პროფესიულად მომზადების და მიღებული მაღალი შეფასების საფუძველზე, ყველა დაინტერესებულ საწარმო-ორგანიზაციებს ვთავაზობთ კვალიფიციურ კადრებს:
არქიტექტორ ტექნიკოსებს, ინტერიერის დიზაინერებს, კომპიუტერის გრაფიკოსებს, მდივან რეფერატებს, ოფისის ნებეჯერებს.
- PARADOX Plus - წარმოადგენს მცირე ფორმატის თანამედროვე ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების სტუდია-კოლეჯს, რომელიც 1998 წლიდან ფუნქციონირებს.
- დაარსების იდეა მიეკუთვნება საერთაშორისო ლიცენზირებულ პედაგოგს ნიკოლოზ კობაიძეს.
- სტუდია-კოლეჯის პრიორიტეტული ამოცანებია;
საოფისე,
გრაფიკული,
სამშენებლო,
საინჟინრო,
და IT ტექნოლოგიების მიმართულებით მსურველების პროფესიული მომზადება და გადამზადება.
- PARADOX Plus - ის მიზანია საგანმანათლებლო სივრცეში უზრუნველეყოთ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი განვითარების შესაბამისი სასწავლო და საგანმანათლებლო პროგრამები.
- ჩვენი მიზანია შევქმნათ სასურველი პირობა იმისათვის, რომ მოსწავლემ მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები და ჩვენთან შეძენილი ცოდნის საფუძველზე შეძლოს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში.
როგორ გავიაროთ რეგისტრაცია
როგორ გავიაროთ რეგისტრაცია