ეს სასწავლო კურსები, კომპიუტერული ტექნოლოგიების Windows, Word, Excel, PowerPoint და Outlook შესწავლის საფუძველზე, მდივან - რეფერანტის და ოფის-მენეჯერის სპეციალისტების მომზადებაზე არის ორიენტირებული.
ჩვენს კურსდამთავრებულებს საერთაშორისო ნორმების დაცვის გათვალისწინებით ეცოდინებათ:
საოფისე საქმიანობისათვის ისეთი აუცილებელი საბუთების მომზადება, როგორებიც არის: ბრძანება, ოქმი, ოფიციალური წერილი, რეზიუმე, მოთხოვნა, ინვოისი, მისალოცი ბარათი, ნებისმიერი სირთულის ბლანკი, ცხრილები, ელექტრონული ან ინტერნეტ პრეზენტაცია.
საქმის წარმოება: შეხვედრების დაგეგმვა, შეხვედრებზე სხვა პირების მოწვევა, ცალკეული და მასიური წერილების გაგზავნა, მომსახურე პერსონალზე ან საკონტაქტო პირებზე არსებული ინფორმაციის შენახვა-დამუშავება, შესასრულებელი ამოცანების დახარისზება და შესრულება, არსებული ინფორმაციის საფუძველზე ანგარიშის შექმნა და მოხსენება.
კურსდამთავრებული შეძლებს იმუშაოს;
ოფისის მენეჯერად.
მდივან-რეფერანტად.
კურსებზე ჩაწერა და სწავლა შეუძლია 14 დან 45 წლამდე ასაკის მსურველს. გამონაკლის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ტელ:: 298-80-23 ან 218-19-18
მობ: 571-850-850
მსურველი უნდა ფლობდეს კომპიუტერის მოხმარების საბაზო უნარ-ჩვევებს, მაგალითად:
კომპიუტერის ჩართვა-გამორთვას.
თვისუფლად ფლობდეს თაგვს(მაუსი), ესმოდეს მისი მარცხენა და მარჯვენა ღილაკების დანიშნულება.
იცოდეს რა არის ფაილი და შეეძლოს მასთან მუშაობა; - შექმნა, შენახვა, შესვლა, წაშლა, გადატანა, კოპირება.
ფლობდეს ინტერნეტს და ელ-ფოსტას.
ესმოდეს კლავიატურის კლავიშების დანიშნულება, მაგალითად როგორებიც არის Ctrl, Shift, Tab, Caps Lock და სხვა.
fasi fasdakleba da gadaxdis forma
ანგარიშსწორება სწავლის დაწყებამდე უნდა განხორციელდეს, რეგისტრაციიდან 2(ორი) სამუშაო დღის განმავლობაში (სამუშაო დღედ არ ითვლება შაბათი და კვირა).
გაითვალისწინეთ: ანგარიშსწორების არ შესრულების შემთხვევაში რეგისტრაცია გაუქმდება.
- ანგარიშსწორება შესაძლებელია თვეებზე გადანაწილებით:
პირველი ორი თვე, თვეში -
150 ლარი.
მომდევმო ორი თვე, თვეში -
135 ლარი.
ფასდაკლება:
ფასდაკლება მოქმედებს ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, თუ ჩაეწერებიან ერთიდაიგივე კურსზე და ერთ ჯგუფში.
ერთს + ერთი: მომდევნო 2 თვეს 135 ლარის მაგივრად 115 ლარი
ერთს + ორი ან სამი: მომდევნო 2 თვეს 135 ლარის მაგივრად 100 ლარი
ერთს + ოთხი ან მეტი: მომდევნო 2 თვეს 135 ლარის მაგივრად 90 ლარი
saswavlo grafiki

- მოსწავლეები მიიღება ჯგუფებში - 1 -ში. (იხილეთ ქვემოთ ცხრილში)
- სწავლების ხანგრძლივობა 4 თვე. (18 კვირა; 54 ორსაათიანი გაკვეთილი).
- მეცადინეობა ტარდება კვირაში სამჯერ; ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი.
- გაკვეთილის ხანგრძლივობა: ორი სრული საათი (120 წუთი).
- სწავლის დაწყების და დასრულების თარიღი იხილეთ ქვემოთ ცხრილში.
registracia
სწავლა იწყება მოდულით |
სწავლის დაწყების და დასრულების თარიღები |
სასწავლო დღეები და საათები |
რე­გის­ტრა­ცია |
დაწყება |
დასრულება |
ორშ. |
სამ. |
ორშ. |
ხუთ. |
პარ. |
შაბ. |
ადგილების შევსების გამო ამ კურსებზე მიღება შეჩერებულია. დამატებითი ცნობებისათვის დარეკეთ: 218-19-18 |
damadasturebeli sabuTi - diplomi
სასწავლო პროგრამის წარჩინებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს გადაეცემა ოფის მენეჯერის პროფესიული დიპლომი;
წარჩინებულად დასრულება ჩაითვლება:
1. თუ მოსწავლეს ჩაბარებული ექნება ყველა შუალედური ჩათვლა
2. თუ გაცდენების საერთო რაოდენობა არ აღემატება ჩატარებული გაკვეთილების სრული რაოდენობის 20%
3. თუ მოსწავლე ჩააბარებს სადიპლომო პროექტს