mail@paradox.ge
511-225-018;
Senobis arqiteqturuli proeqtireba
14 dan 18 wlamde mozardebisaTvis
saswavlo programis Sesaxeb არქიტექტურა

არ გაუშვათ ხელიდან თქვენი შვილისთვის „შენობის არქიტექტურული პროექტირება“ -ს მასტერკლასები.
კურსი "შენობის არქიტექტურული პროექტირება მოზარდებისათვის" 14-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებისთვის იძლევა შესაძლებლობას გაეცნონ შენობების დიზაინისა და დაგეგმარების კონცეფციების საფუძვლებს და მათ მოდელირებას ArchiCAD - კომპიუტერულ გარემოში. საბაზისო კურსისგან განსხვავებით, ეს პროგრამა ითვალისწინებს უფრო მეტ სასწავლო საათს, რომელიც ეძღვნება BIM გარემოსთან მუშაობის უნარების დაუფლებას. ArchiCAD რედაქტორის სწავლა საშუალებას მისცემს სტუდენტებს გაეცნონ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და აღიარებულ BIM (Building Information Model) მოდელირების გარემოს პროფესიონალ არქიტექტორთა საზოგადოებაში.
კურსის პროგრამა მოიცავს პროექტის შექმნის მთელ პროცესს იდეიდან დეტალების შემუშავებამდე და ობიექტის განხორციელებამდე. კურსის შედეგად სტუდენტები დაასრულებენ სრულფასოვანი ობიექტის (ბინის და კოტეჯის) პროექტირებას ნულიდან, ამ ობიექტის ტექსტურირებას, ასევე ვიზუალიზაციას ჩაშენებული რენდერის გამოყენებით, ხარჯთაღრიცხვას და შენობის ასაშენებლად ყველა საჭირო ნახაზების შექმნას. დამოუკიდებელი დავალების შესრულებისას, მოსწავლეები ყველა შეძენილი უნარის გამოიყენებას შეძლებენ.
გარდა ტექნიკური ცოდნისა, ბავშვი იღებს შესაძლებლობას განავითაროს მხატვრული და სივრცითი წარმოსახვა. ამრიგად, ჩვენ ვათავსებთ კრეატიულობას, კონცეპტუალურ დიზაინს ობიექტზე მუშაობის ზუსტ ტექნოლოგიურ პროცეს BIM გარემოში.

kursis xangrZlivoba, gadaxdis forma, registracia
ადგილების შევსების გამო ამ კურსებზე მიღება შეჩერებულია. დამატებითი ცნობებისათვის დარეკეთ: 511-225-018; ან 571-850-850
damadasturebeli sabuTi - serTifikati

  • swavlis meTodi
  • sertificireba
  • Cvens Sesaxeb
- სწავლების მეთოდი სრულად აკმაყოფილებს კომპანიების Microsoft, Adobe, AutoDesk, Graphisoft, Corel-ის საერთაშორისო მოთხოვნებს და მოსწავლის სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართულობაზეა ორიენტირებული.
- საკლასო ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით.
- მეცადინეობა ტარდება მცირერიცხოვან ჯგუფებში, კვალიფიციური საერთაშორისო ლიცენზირებული პედაგოგების მიერ.
- თითოეულ მოსწავლეს საშუალება ეძლევა პირდაპირი კონტაქტი ქონდეს პედაგოგთან და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი შეკითხვით მიმართოს მას.
- გაკვეთილი შედგება სამი ნაწილისაგან:
I-გავლილი მასალის გამოკითხვა-გამეორება.
II-ახალი თემის განხილვა.
III -გავლილი და ახალი მასალის საფუძველზე პრაქტიკული დავალების შესრულება.
- თეორიული და პრაქტიკული მასალის ათვისების და მაღალი შედეგის მისაღწევად, დროგამოშვებით ტარდება შუალედური შეფასების გამოკითხვები, რომლის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეს ენიშნება დამატებითი გაკვეთილები
დიპლომის ნიმუში
სერთიფიკატის ნიმუში
სტუდია-კოლეჯი PARADOX Plus მიერ გაცემული სერთიფიკატი ან დიპლომი ადასტურებს მოსწავლის მიერ მიღებულ კვალიფიკაციას და ისინი გაიცემა მხოლოდ წარმატებულად ჩაბარებული შუალედური და დასკვნითი გამოცდების საფუძველზე.
- დიპლომი გაიცემა მხოლოდ პროფესიული სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების და სადიპლომო დავალების ჩაბარების შემთხვევაში.
- სერთიფიკატი გაიცემა ყველა სხვა სასწავლო კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში.
კურსდამთავრებულების პროფესიულად მომზადების და მიღებული მაღალი შეფასების საფუძველზე, ყველა დაინტერესებულ საწარმო-ორგანიზაციებს ვთავაზობთ კვალიფიციურ კადრებს:
არქიტექტორ ტექნიკოსებს, ინტერიერის დიზაინერებს, კომპიუტერის გრაფიკოსებს, მდივან რეფერატებს, ოფისის ნებეჯერებს.
- PARADOX Plus - წარმოადგენს მცირე ფორმატის თანამედროვე ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების სტუდია-კოლეჯს, რომელიც 1998 წლიდან ფუნქციონირებს.
- დაარსების იდეა მიეკუთვნება საერთაშორისო ლიცენზირებულ პედაგოგს ნიკოლოზ კობაიძეს.
- სტუდია-კოლეჯის პრიორიტეტული ამოცანებია;
საოფისე,
გრაფიკული,
სამშენებლო,
საინჟინრო,
და IT ტექნოლოგიების მიმართულებით მსურველების პროფესიული მომზადება და გადამზადება.
- PARADOX Plus - ის მიზანია საგანმანათლებლო სივრცეში უზრუნველეყოთ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი განვითარების შესაბამისი სასწავლო და საგანმანათლებლო პროგრამები.
- ჩვენი მიზანია შევქმნათ სასურველი პირობა იმისათვის, რომ მოსწავლემ მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები და ჩვენთან შეძენილი ცოდნის საფუძველზე შეძლოს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში.
როგორ გავიაროთ რეგისტრაცია
როგორ გავიაროთ რეგისტრაცია