ParadoxPlus Logo

სასწავლო სტუდია

არქიტექტურა, დიზაინი
და 3D პროექტირება

პროფესიული და კომპიუტერული კურსები არქიტექტურაში, ინტერიერის დიზაინსა და თანამედროვე 3D პროგრამებში.

1998 წლიდან
პროფესიული განათლების მრავალწლიანი გამოცდილება
მცირე ჯგუფები
მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება
პრაქტიკული სწავლება
თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება
სერტიფიცირება
სერტიფიკატი ან დიპლომი წარმატებით დასრულების შემდეგ

კურსები

შენობის არქიტექტურული პროექტირება და ინტერიერის დიზაინი
დეტალები

შენობის არქიტექტურული პროექტირება და ინტერიერის დიზაინი

  • Archicad
    •
  • 3ds Max
    •
  • V-Ray

პროფესიული 10 თვიანი პროგრამა, რომელიც აერთიანებს არქიტექტურას და დიზაინს, სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადებასა და ინტერიერის დიზაინს.

10 თვე
•
სერტიფიკატი
•
დიპლომი
შენობის პროექტირება და დიზაინი
დეტალები

შენობის პროექტირება და დიზაინი

  • Archicad

გრაფიკული პაკეტი, განკუთვნილია არქიტექტურული შენობა-ნაგებობის, ნაწილობრივ ლანდშაფტის, პროექტირებისა და ინტერიერის დიზაინისათვის.

5 თვე
•
სერტიფიკატი
ავეჯის მოდელირება და ინტერიერის დიზაინი
დეტალები

ავეჯის მოდელირება და ინტერიერის დიზაინი

  • 3ds Max
    •
  • V-Ray

ავეჯისა და შენობების 3D მოდელირება, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი, მასალების შექმნა, განათებისა და კამერების გამართვა და ფოტორეალისტური ვიზუალიზაცია.

5 თვე
•
სერტიფიკატი
ხაზვა და 3D მოდელირება
დეტალები

ხაზვა და 3D მოდელირება

  • AutoCAD

2D ნახაზების შექმნა, შენობებისა და ავეჯის 3D მოდელირება, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და 3D მოდელების ფოტორეალისტური ვიზუალიზაცია.

6 თვე
•
სერტიფიკატი

სწავლის მეთოდი

სასწავლო პროცესი ორიენტირებულია მოსწავლის აქტიურ ჩართულობაზე და აერთიანებს თეორიულ სწავლებას, პრაქტიკულ დავალებებსა და უშუალო კომუნიკაციას პედაგოგთან.

01

გავლილი მასალის გამოკითხვა-გამეორება

გაკვეთილის დასაწყისში ხდება წინა მასალის გამოკითხვა და გამეორება. ეს ეხმარება მოსწავლეს ნასწავლის გახსენებაში, ცოდნის განმტკიცებასა და ახალი თემისთვის მომზადებაში.

02

ახალი თემის განხილვა

პედაგოგი მოსწავლეებს აცნობს ახალ თემას, ხსნის ძირითად საკითხებს და პასუხობს მათ შეკითხვებს. ყურადღება ექცევა როგორც თეორიული მასალის სწორად გააზრებას, ისე მის პრაქტიკულ გამოყენებას.

03

პრაქტიკული დავალების შესრულება

გავლილი და ახალი მასალის საფუძველზე მოსწავლე ასრულებს პრაქტიკულ დავალებას. მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება ხელს უწყობს პროფესიული უნარების განვითარებას და მასალის უკეთ ათვისებას.

მცირერიცხოვანი ჯგუფები

მეცადინეობა ტარდება მცირე ჯგუფებში, რაც თითოეულ მოსწავლეზე მეტი ყურადღების დათმობის შესაძლებლობას იძლევა.

პირდაპირი კომუნიკაცია პედაგოგთან

მოსწავლეს შეუძლია უშუალოდ მიმართოს პედაგოგს ნებისმიერი შეკითხვით და მიიღოს საჭირო დახმარება.

თანამედროვე ტექნიკა და პროგრამული უზრუნველყოფა

საკლასო ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით.

შუალედური შეფასება

თეორიული და პრაქტიკული მასალის ათვისების შესაფასებლად პერიოდულად ტარდება შუალედური გამოკითხვები. საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეს ენიშნება დამატებითი გაკვეთილები.

სწავლების მეთოდი სრულად აკმაყოფილებს Microsoft-ის, Adobe-ის, Autodesk-ის, Graphisoft-ისა და Corel-ის საერთაშორისო მოთხოვნებს.

სერტიფიცირება

სტუდია- კოლეჯი PARADOX Plus მიერ გაცემული სერთიფიკატი ან დიპლომი ადასტურებს მოსწავლის მიერ მიღებულ კვალიფიკაციას და ისინი გაიცემა მხოლოდ წარმატებულად ჩაბარებული შუალედური და დასკვნითი გამოცდების საფუძველზე.

  • დიპლომი გაიცემა მხოლოდ პროფესიული სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების და სადიპლომო დავალების ჩაბარების შემთხვევაში.
  • სერტიფიკატი გაიცემა ყველა სხვა სასწავლო კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში.

კურსდამთავრებულების პროფესიულად მომზადების და მიღებული მაღალი შეფასების საფუძველზე, ყველა დაინტერესებულ საწარმო- ორგანიზაციებს ვთავაზობთ კვალიფიციურ კადრებს: არქიტექტორ ტექნიკოსებს, ინტერიერის დიზაინერებს, კომპიუტერის გრაფიკოსებს, მდივან რეფერატებს, ოფისის ნებეჯერებს.

კონტაქტი

ტელეფონი
(+995 511) 225-018.
(+995 571) 850-850.
ელ-ფოსტა
მისამართი
ქ. თბილისი,
ეკატერინე გაბაშვილის ქ. N 7.

კითხვები

  1. სასურველ კურსზე რეგისტრაცია.
  2. რეგისტრაციის შემდეგ 2 დღის განმავლობაში სწავლის საფასურის გადახდა.
  3. საკუთარ კომპიუტერში, არჩეული კურსიდან გამომდინარე, საჭირო პროგრამების ჩატვირთვა.
  4. დისტანციური სწავლების შემთხვევაში, ასევე ZOOM-ის ჩატვირთვა.

სასწავლო პროცესისთვის საჭირო პროგრამების ჩამოტვირთვა შესაძლებელია მათი ოფიციალური ვებ-საიტებიდან:

PARADOX Plus-ში შესაძლებელია სწავლა არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, გრაფიკული, სამშენებლო, საინჟინრო, საოფისე და IT ტექნოლოგიების მიმართულებებით. სასწავლო პროგრამები მოიცავს როგორც პროფესიულ განათლებას, ისე კონკრეტულ კომპიუტერულ პროგრამებზე ორიენტირებულ კურსებს.

კურსების მიხედვით შესაძლებელია AutoCAD-ის, ArchiCAD-ისა და 3ds Max-ის შესწავლა. პროგრამები გამოიყენება შენობებისა და კონსტრუქციების პროექტირებისთვის, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინისთვის, 3D მოდელირებისა და რეალისტური ვიზუალიზაციის შესაქმნელად.

დიახ. მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს სწავლა PARADOX Plus-ის სასწავლო სივრცეში ან ონლაინ. ონლაინ სწავლისთვის საჭიროა კომპიუტერისა და მაუსის გამოყენების ცოდნა, ასევე Zoom-ის გამოყენების საბაზისო ცოდნა.

პროფესიული განათლების პროგრამები კონკრეტული პროფესიული მიმართულებისთვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას ემსახურება და შეიძლება რამდენიმე მიმართულებას აერთიანებდეს. კომპიუტერული კურსები კი კონკრეტული პროგრამის შესწავლასა და მის პრაქტიკულ გამოყენებაზეა ორიენტირებული.

სასწავლო პროგრამები დაკავშირებულია სხვადასხვა პროფესიულ მიმართულებასთან, მათ შორის არქიტექტურასთან, ინტერიერის დიზაინთან და კომპიუტერულ გრაფიკასთან. პროფესიული მომზადების შედეგად კურსდამთავრებულს შეუძლია განივითაროს ისეთი საქმიანობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები, როგორიცაა არქიტექტორ-ტექნიკოსის, ინტერიერის დიზაინერისა და კომპიუტერული გრაფიკოსის მიმართულებები.

სასწავლო პროცესი აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ დავალებებს, რაც მოსწავლეს საშუალებას აძლევს მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს. კურსის მიმართულებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება მოიცავდეს არქიტექტურულ და სამშენებლო პროექტირებას, ინტერიერის დიზაინს, 3D მოდელირებას, ვიზუალიზაციას და სხვა პროფესიულ ამოცანებს.

PARADOX Plus-ის საკლასო ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს სასწავლო პროცესი შესაბამის პროფესიულ გარემოში გაიარონ.

მეცადინეობებს უძღვებიან კვალიფიციური საერთაშორისო ლიცენზირებული პედაგოგები. სასწავლო პროცესი ორიენტირებულია მოსწავლის აქტიურ ჩართულობაზე, პრაქტიკული უნარების განვითარებასა და მიღებული ცოდნის გამოყენებაზე.

PARADOX Plus 1998 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული მომზადება და გადამზადება.