შენობის არქიტექტურული პროექტირება და ინტერიერის დიზაინი
- Archicad•
- 3ds Max•
- V-Ray
პროფესიული 10 თვიანი პროგრამა, რომელიც აერთიანებს არქიტექტურას და დიზაინს, სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადებასა და ინტერიერის დიზაინს.
გრაფიკული პაკეტი, განკუთვნილია არქიტექტურული შენობა-ნაგებობის, ნაწილობრივ ლანდშაფტის, პროექტირებისა და ინტერიერის დიზაინისათვის.
ArchiCAD-ის პროფესიული სწავლების კურსები პირველ რიგში განკუთვნილია, არქიტექტორებისათვის, ინჟინრებისათვის, კონსტრუქტორებისათვის, დიზაინერებისათვის და მათთვის ვინც შენობის პროექტირებით და ინტერიერის დიზაინის შესწავლით არის დაინტერესებული.
5 თვიანი, (22 კვირა) კურსი სამი სასწავლო მოდულისაგან შედგება:
₾285 / თვეში
მოსწავლე კარგად უნდა ფლობდეს კომპიუტერს და თავისუფლად მუშაობდეს მაუსით. დისტანციურ სწავლებაში მონაწილეობის შემთხვევაში ასევე საჭიროა Zoom-ის ძირითადი ფუნქციების გამოყენების ცოდნა.
სასწავლო პროცესი ორიენტირებულია მოსწავლის აქტიურ ჩართულობაზე და აერთიანებს თეორიულ სწავლებას, პრაქტიკულ დავალებებსა და უშუალო კომუნიკაციას პედაგოგთან.
გაკვეთილის დასაწყისში ხდება წინა მასალის გამოკითხვა და გამეორება. ეს ეხმარება მოსწავლეს ნასწავლის გახსენებაში, ცოდნის განმტკიცებასა და ახალი თემისთვის მომზადებაში.
პედაგოგი მოსწავლეებს აცნობს ახალ თემას, ხსნის ძირითად საკითხებს და პასუხობს მათ შეკითხვებს. ყურადღება ექცევა როგორც თეორიული მასალის სწორად გააზრებას, ისე მის პრაქტიკულ გამოყენებას.
გავლილი და ახალი მასალის საფუძველზე მოსწავლე ასრულებს პრაქტიკულ დავალებას. მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება ხელს უწყობს პროფესიული უნარების განვითარებას და მასალის უკეთ ათვისებას.
მეცადინეობა ტარდება მცირე ჯგუფებში, რაც თითოეულ მოსწავლეზე მეტი ყურადღების დათმობის შესაძლებლობას იძლევა.
მოსწავლეს შეუძლია უშუალოდ მიმართოს პედაგოგს ნებისმიერი შეკითხვით და მიიღოს საჭირო დახმარება.
საკლასო ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით.
თეორიული და პრაქტიკული მასალის ათვისების შესაფასებლად პერიოდულად ტარდება შუალედური გამოკითხვები. საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეს ენიშნება დამატებითი გაკვეთილები.
სწავლების მეთოდი სრულად აკმაყოფილებს Microsoft-ის, Adobe-ის, Autodesk-ის, Graphisoft-ისა და Corel-ის საერთაშორისო მოთხოვნებს.
სტუდია- კოლეჯი PARADOX Plus მიერ გაცემული სერთიფიკატი ან დიპლომი ადასტურებს მოსწავლის მიერ მიღებულ კვალიფიკაციას და ისინი გაიცემა მხოლოდ წარმატებულად ჩაბარებული შუალედური და დასკვნითი გამოცდების საფუძველზე.
კურსდამთავრებულების პროფესიულად მომზადების და მიღებული მაღალი შეფასების საფუძველზე, ყველა დაინტერესებულ საწარმო- ორგანიზაციებს ვთავაზობთ კვალიფიციურ კადრებს: არქიტექტორ ტექნიკოსებს, ინტერიერის დიზაინერებს, კომპიუტერის გრაფიკოსებს, მდივან რეფერატებს, ოფისის ნებეჯერებს.
სასწავლო პროცესისთვის საჭირო პროგრამების ჩამოტვირთვა შესაძლებელია მათი ოფიციალური ვებ-საიტებიდან:
PARADOX Plus-ში შესაძლებელია სწავლა არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, გრაფიკული, სამშენებლო, საინჟინრო, საოფისე და IT ტექნოლოგიების მიმართულებებით. სასწავლო პროგრამები მოიცავს როგორც პროფესიულ განათლებას, ისე კონკრეტულ კომპიუტერულ პროგრამებზე ორიენტირებულ კურსებს.
კურსების მიხედვით შესაძლებელია AutoCAD-ის, ArchiCAD-ისა და 3ds Max-ის შესწავლა. პროგრამები გამოიყენება შენობებისა და კონსტრუქციების პროექტირებისთვის, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინისთვის, 3D მოდელირებისა და რეალისტური ვიზუალიზაციის შესაქმნელად.
დიახ. მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს სწავლა PARADOX Plus-ის სასწავლო სივრცეში ან ონლაინ. ონლაინ სწავლისთვის საჭიროა კომპიუტერისა და მაუსის გამოყენების ცოდნა, ასევე Zoom-ის გამოყენების საბაზისო ცოდნა.
პროფესიული განათლების პროგრამები კონკრეტული პროფესიული მიმართულებისთვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას ემსახურება და შეიძლება რამდენიმე მიმართულებას აერთიანებდეს. კომპიუტერული კურსები კი კონკრეტული პროგრამის შესწავლასა და მის პრაქტიკულ გამოყენებაზეა ორიენტირებული.
სასწავლო პროგრამები დაკავშირებულია სხვადასხვა პროფესიულ მიმართულებასთან, მათ შორის არქიტექტურასთან, ინტერიერის დიზაინთან და კომპიუტერულ გრაფიკასთან. პროფესიული მომზადების შედეგად კურსდამთავრებულს შეუძლია განივითაროს ისეთი საქმიანობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები, როგორიცაა არქიტექტორ-ტექნიკოსის, ინტერიერის დიზაინერისა და კომპიუტერული გრაფიკოსის მიმართულებები.
სასწავლო პროცესი აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ დავალებებს, რაც მოსწავლეს საშუალებას აძლევს მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს. კურსის მიმართულებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება მოიცავდეს არქიტექტურულ და სამშენებლო პროექტირებას, ინტერიერის დიზაინს, 3D მოდელირებას, ვიზუალიზაციას და სხვა პროფესიულ ამოცანებს.
PARADOX Plus-ის საკლასო ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს სასწავლო პროცესი შესაბამის პროფესიულ გარემოში გაიარონ.
მეცადინეობებს უძღვებიან კვალიფიციური საერთაშორისო ლიცენზირებული პედაგოგები. სასწავლო პროცესი ორიენტირებულია მოსწავლის აქტიურ ჩართულობაზე, პრაქტიკული უნარების განვითარებასა და მიღებული ცოდნის გამოყენებაზე.
PARADOX Plus 1998 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული მომზადება და გადამზადება.
პროფესიული 10 თვიანი პროგრამა, რომელიც აერთიანებს არქიტექტურას და დიზაინს, სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადებასა და ინტერიერის დიზაინს.
ავეჯისა და შენობების 3D მოდელირება, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი, მასალების შექმნა, განათებისა და კამერების გამართვა და ფოტორეალისტური ვიზუალიზაცია.
2D ნახაზების შექმნა, შენობებისა და ავეჯის 3D მოდელირება, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და 3D მოდელების ფოტორეალისტური ვიზუალიზაცია.